
კეთილი იყოს შენი მობრძანება ნაირნაირი თასმების და მაისურების სამყაროში
მართალია კოვზი არ არსებობს, მაგრამ არსებობს თასმები, რომლებიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს კოვზის არარსებობას. არ ვიცი შენ რომელ აბს აირჩევდი, მაგრამ თუ ამაზე ერთხელ მაინც გიფიქრია, ეს თასმები შენთვისაა!
კეთილი იყოს შენი მობრძანება ფერადი და ნაირნაირი თასმების სამყაროში. აქ შენ აღმოაჩენ ჩვენი დიზაინერის რუდუნებით შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც დაგეხმარება შენი ძველი თასმების სრულად დავიწყებაში. აირჩიე თასმა, რომელიც მოყვება ამბავს და არა ფეხსაცმელს.
აქ უნდა ეწეროს თუ რა უჩვეულოდ სპონტანურად გაჩნდა ამ უთესლესი სტარტაპის შექმნის იდეა და რამდენი უძილო ღამე გავათენეთ მეგობრებმა, რათა ნაირნაირი თქვენამდე მოგვეტანა... მაგრამ ხო ვიცით რო ეს ყველაფერი მაგრად გკიდიათ და ჩვენც გვკიდია